რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი)დღეს "გირჩმა" ახალი კომპანია დაარეგისრირა "შმაქსი" - რომელიც, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად, შეითავსებს ტაქსის ფუნქციას, მაგრამ კანონის მიხედვით, იგი არის საგანმანათლებლო კომპანია.

მგზავრი რომელიც იყენებს "შმაქსის" მომსახურებას, თანხას იხდის არა კილომეტრების მიხდვით, არამედ ამ კილომეტრების დროს მოსმენილი საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

როგორც ჩანს, თბილისის მერიას, თავზარი დასცა, ქალაქის ქუჩებში "შმაქსის" გამოჩენამ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გააჩერა "შმაქსი", რომელიც ტაქსი ეგონა და რა თქმა უნდა, ვერ დააჯარიმა.

ამის შემდეგ, ქალაქის ვიცე მერი, ირაკლი ხმალაძე, აკეთებს განცხადებას, რომ მაინც იმოქმედებს "შმაქსზე" რეგულაციები და ის აუცილებლად დაჯარიმდება, რადგან მაქვს აქვს ნიშანი მიკრული და მას ხელს უქნევენ ადამიანები.

მისი ამ განცხადებით, დამარწმუნებელი ტონით, რბილად რომ ვთქვათ, ირაკლი ხმალაძემ თქვა ის, რომ პატრულის თანამშრომელმა, ან კანონი არ იცოდა, ან გამოიჩინა სამსახურეობრივი გულგრილობა.

"ალია" დაუკავშირდა "გირჩსაც" და საპატრულო პოლიციასაც.

"გირჩი":

"ირაკლი ხმალაძემ, როგორც ჩანს, არ იცის, რას ამბობს, ცუდად იცნობს კანონებს, რადგან, არანაირი კანონდარღვევა არ მოგვიხდენია, კანონის სრული შესაბამისობით ვიმოქმედეთ. ეს არის საგანმანალებლო კომპანია და ტაქსთან არანაირი კავშირი არა აქვს. თანხას იხდიან განათლებაში და არა მგზავრობაში."

საპატრულო პოლიცია:

"საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი მოქმედებს კანონის მიხედვით და კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტის აღმოჩენისას, მოქმედებს შესაბამისად"

გამოდის, ვერ იპოვნა კანონდარღვევა საპატრულო პოლიციამ იქ, სადაც ირაკლი ხმალაძემ იპოვნა.

ვნახოთ, დღეს ვინ უშველის ქალაქის ვიცე მერს, ისევ მამუკა მდინარაძე, თუ ვინმე სხვა.

ფაქტია, ვისაც არ ეჯერა აქამდე, ისიც კი დარწმუნდა, რომ ტაქსის თემა ყველაზე მტკივნეულია დღეს თბილისის მერიისთვის, რაც, ასეთი გაჭირვებული და ღატაკი ქალაქის მერიისგან, ნამდვილად გასაკვირია და ნამდვილად ბადებს გონივრულ ეჭვს.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×