რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი)დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა პარიზის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ორი პოლიციელი მოკლა. ინფორმაციას გამოცემა „ფრანს 24" ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი პოლიციის ოფიცერია დაშავებული.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, თავდამსხმელი უსაფრთხოების ოფიცერი იყო და ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

პოლიციის პრეფექტურასთან ახლოს მდებარე მეტროსადგური „სიტი" უსაფრთხოების ზომების გამო დაიხურა. შემთხვევის ადგილზე ცოტა ხანში მივა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ქრისთოფ კასთანე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×