რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი)3 ოქტომბერს, გვიან ღამით, ცხინვალის ციხეში ომონი შევარდა და მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა - ინფორმაციას ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციითვე, შეიარაღებულმა პირებმა მოშიმშილე პატიმრებს ძალით აჭამეს. შემდეგ კი რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა. მათ შორის ერთი, რომელმაც ვენები გადაიჭრა, ჰოსპიტალიზებულია.

ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა 27 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადეს.

იქამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, ფატიმა მარგიევამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იზოლატორის პატიმრებმა "შიმშილით წამების" გამო შიმშილობა დაიწყეს. ასევე, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციით, პატიმრების ახლობლებს მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლიათ მათთვის საკვების შეგზავნა.

შესაბამისმა სტრუქტურებმა კი განაცხადეს, რომ პატიმრების შიმშილობის საკითხს სწავლობენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×