რეზონანსი
03.10.2019

 (რეზონანსი)უკრაინაში, ქართველი „კანონიერი ქურდი" თენგიზ ჭარაია, იგივე „თენგო გალსკი" დააკავეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ჭარაიას დაკავების ეს უკვე მეოთხე მცდელობაა. ბოლოს ის მიმდინარე წლის თებერვალში კიევში დააპატიმრეს, ქვეყნიდან გააძევეს და უკრაინაში შესვლა 10 წლის ვადით აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვეში ქართველი „კანონიერი ქურდი" კვლავ უკრაინაში დაბრუნდა და ამჯერად ქალაქ ოდესაში აიყვანეს.

უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების ცნობით, 37 წლის ჭარაია კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს ყაჩაღობით, ქურდობით, ძარცვითა და გამოძალვის გზით მოპოვებული თანხების „ქურდულ საერთოში" აკუმულირებას.

„ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ სცადა შემოღწევა უკრაინაში. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ეროვნული პოლიციის შინაგან უსაფრთხოების დეპარტამენტის ოდესის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლებისთვის", - აცხადებენ პოლიციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×