რეზონანსი
03.10.2019

  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი დაასრულა.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 1,5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა და განახლებულ სისტემაზე 9 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" აღნიშნულ პროექტში 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, კომპანია ხვალ, 4 ოქტომბერს განახორციელებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება. სამუშაო ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას, რის გამოც ხვალ, 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

წყარო: bm.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×