რეზონანსი
03.10.2019

 

CNN-ის ინფორმაციით აშშ-ში კონექტიკუტის აეროპორტში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა ბომბდამშენმა ბ-17-მა კატასტროფა განიცადა.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საგანგებო მდგომარეობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს როველამ განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი 13 ადამიანიდან 7 გარდაიცვალა 6 კი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კატასტროფის მიზეზად სახელდება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა - პილოტმა ვერ მოახერხა სიმაღლეზე ასვლა, რადგანაც ძრავები მწყობრიდან გამოვიდა, რომლის შემდეგაც თვითმფრინავის დასმის მცდელობისას ვერც შასები გახსნა პილოტმა - ამ დროს კი მთელი სიმძლავრით დაენარცხა ასაფრენ ბილიკს.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა არასამთავრობო ორგანიზაცია Collings Foundation -ს.

ბ-17 მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთის ფრონტზე გერმანული პოზიციების დაბომბვაში.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×