რეზონანსი
03.10.2019

  პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა ადვოკატთან ერთად პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ის მზად არის პროკურატურას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციას მიაწოდოს.

„ასლან ბეჟანიძის დედა მზად არის უპასუხოს გამოძიების ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ იქნება. მან ერთადერთი რაც აღნიშნულ შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა არის ის, რომ დაწერა განცხადება პრეზიდენტის სახელზე და ამ განცხადებით მოითხოვა თავისი შვილის შეწყალება. ასლან ბეჟანიძის დედა თანხმობას აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურაში, თუნდაც ამოღებული იქნეს მისი ტელეფონი, რითაც პროკურატურა ნათლად დარწმუნდება, რომ ერთადერთი რაც მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა არის ის, რომ პრეზიდენტის სახელზე დაწერა განცხადება. განცხადებას თან დაურთო ყველანაირი დოკუმენტაცია საქმის მასალებიდან, მათ შორის რომლებიც ადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს, ასევე აღნიშნული დოკუმენტაცია ადასტურებდა იმას, რომ ასლან ბეჟანიძეს არ ჰქონდა არანაირი დანაშაული ჩადენილი რეალურად. ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იყო საქმეში, არ იქნა სწორად შეფასებული უზენაესი სასამართლოს ცალკეული მოსამართლეების მხრიდან. რაც შეეხება იმას, თუ როგორც განიხილა პრეზიდენტმა ეს განცხადება, ვისთან ერთად განიხილა, რა დოკუმენტეები განიხილა, აღნიშნული შეკითხვის ადრესატი ჩვენ არ ვართ, აღნიშნული შეკითხვები უნდა იყოს დასმული პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×