რეზონანსი
03.10.2019

  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მას არაფერი სმენია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება იმ ადამიანებისგან, ვისაც ქვეყნისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია.

„ძალიან კარგი, ბევრი ადამიანი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელსაც გააჩნია გარკვეული რესურსი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას. ქობულიაზე კონკრეტულად არ გამიგია, მაგრამ ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს განიხილავს, თუმცა ამის თაობაზე ზუსტ გადაწყვეტილებას ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×