რეზონანსი
03.10.2019

  საპატრულო პოლიციას ქალაქში მოძრავი შმAXI ტაქსი ეგონა და დაჯარიმების მიზნით გააჩერა. პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს მუშაობის ლიცენზია მოსთხოვა.

რამდენიმეწუთიანი გადამოწმების შემდეგ პატრულმა გაჩერებული მანქანის მძღოლს წასვლის უფლება მისცა.

"[პატრულმა თქვა] შმაქსაობა მოსულაო", - თქვა იმ პირმა, რომელიც გირჩის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა.

პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოდის და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად შმAXI წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.

წყარო: on.ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×