რეზონანსი
03.10.2019

  დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

ამავე ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან. ასევე, უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში, ხოლო კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×