
ის რაც „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული, რომ თითქოს და ჩვენ ვიდრე ხმას ამოვიღებდით და პრემიერს თუ ქალაქის მერს მივმართავდით, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„მინდა იცოდეს ყველამ, ვისი დამსახურებაცაა ის რომ 1-ლი ოქტომბრის ჯარიმები გაუქმდა, ეს არის ბექა ნაცვლიშვილის, კობა კობალაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გიორგი ლომიას, გელა მიქაძის, ემზარ კვიციანის, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის და გედევან ფოფხაძის დამსახურება, რადგან ჩვენ გუშინ მივმართეთ პრემიერს წერილით, ასევე მივმართეთ ქალაქის მერს.
„ქართული ოცნების" დეპუტატი გამოვიდა და თქვა რომ ისინი ერთჯერად ამნისტიის აქტს გამოსცემენ. კი ეს მოწოდება იყო პრემიერის მიმართ ჩვენი მხრიდან, მაგრამ მას არ სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი აქტი. ის რაც „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა არ არის არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული რომ თითქოს და ჩვენ ვიდრე ხმას ამოვიღებდით და პრემიერს თუ ქალაქის მერს მივმართავდით, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმა მოეხსნებათ.
წყარო: პრაიმტაიმი