რეზონანსი
03.10.2019

„დის მცველი“ და “გმირი ბიჭუნა“ - ასე მოიხსენიებენ 15 წლის კაილერ ედმენს, რომელმაც უმცროსი და სიკვდილს გადაარჩინა. ფლორიდის შტატში მცხოვრები და-ძმა სახლში მარტო იყვნენ, როდესაც მათთან მძარცველი შეიჭრა. ინციდენტი 26 სექტემბრის საღამოს 5-ის ნახევარზე მოხდა.

5 წლის დის დასაცავად, 15 წლის კაილერი მძარცველს დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოზარდი დაიღუპა, მძარცველი კი დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მის კვალს მიაგნეს.

პოლიციამ 27 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, იგი სახელად რაიან კოულია. მას ჭრილობები ხელზე აღმოაჩნდა. გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი კი სამართალდამცველებმა სახლში იპოვეს.

„კაილერს ყოველთვის ექნება იდეალური უფროსი ძმის სახელი. იგი ყოველთვის ზრუნავდა თავის დედმამიშვილებზე და უყვარდა ისინი,“- განაცხადეს კაილერის ოჯახის წევრებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×