რეზონანსი
03.10.2019

"ინფო რუსთავს" ხელში ჩაუვარდა შეტყობინებები, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოციალურ ქსელში მისწერეს. 

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გასაჯაროვებული შეტყობინებები დაბალი კლასის 2-მა მოსწავლემ 21 სექტემბერს მიიღო. წყარო, რომელმაც "ინფო რუსთავს" ფეისბუქ შეტყობინებების ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმე საშიშ ინტერნეტ თამაშ "ლურჯ ვეშაპთან" გვქონდეს. შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, რომელ დღეს რამდენი გაკვეთილი აქვს, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ.

"მოგესალმები ... მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ ... საჯარო სკოლაში

შენი საუკეთესო მეგობარია ...

და ... შვილი ხარ

მე ყოველთვის გითვალთვალებ მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურების კაბინეტში ხარ

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ამას ვერ ამჩნევ

...... დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი", - წერენ ერთ-ერთ მოსწავლეს.

"მოგესალმები ... მე ვიცი შენი ყველა ფარული განძრახვა

მე ვიცი რომ შენ სწავლობ ქუთაისის ... საჯარო სკოლაში

მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ

მე ვიცი რომ ..... დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია ...

მასაც მივწერ გული არ დაგწყდეს", - წერენ მეორეს. 

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×