რეზონანსი
03.10.2019

 ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი 2019 წლის აგვისტოში გადატანილი ინსულტის შემდეგ გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა. Le Figaro-ს ცნობით, 83 წლის მსახიობს ფილმში „მსგავსება“ (Toute ressemblance) გადაიღებენ.

ფილმი კინოგაქირავებაში 27 ნოემბერს გამოვა. ბოლოს ლეგენდარული მსახიობი გადასაღებ მოედანზე 2008 წელს იყო. ის გადაიღეს ფილმში „ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე“. 

გამოცემის ცნობით, მსახიობმა გადასაღებ მოედანზე 1 დღე გაატარა. ახალი ფილმი ტელევიზიის სამყაროზეა, სადაც ალენ დელონი საკუთარ თავს თამაშობს. 

ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში აგვისტოში გადაიყვანეს.

კარიერის განმავლობაში ალენ დელონი 90-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. 20 მაისს კანის ფესტივალზე ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×