რეზონანსი
02.10.2019

 (რეზონანსი)თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში ერთ-ერთი დაჭრილის, გივი ცინცაძის დაკითხვა დასრულდა. მისი ადვოკატის, მამუკა ლომიძის განცხადებით, მომხდარზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ცინცაძის კავშირს ძალადობრივ ქმედებასთან არ ადასტურებს.

„ერთადერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ დაბეჯითებით, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ყიფშიძის ფაქტთან დაკავშირებით აბსოლუტურად სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემს ინტერესებში არ შედის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ჩემს ინტერესებში შედის გივი ცინცაძის ინტერესების დაცვა", - განაცხადა მამუკა ლომიძემ.

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი 30 სექტემბერს დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×