(რეზონანსი)ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამო ჯერ არავინ დაუკავებიათ, თუმცა საქმეში ხუთი ადამიანი ფიგურირებს, ერთ-ერთია გივი ცინცაძეა. ის ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.
მომხდარი თავდასხმისას დაჭრილი ლევან ძნელაძის ცოლი მარიკა წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს და საქმის დროულ, ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მისივე მტკიცებით, თავდამსხმელებს პოლიტიკურ წრეებში მფარველები ჰყავთ.
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა, რომელშიც სამი ადამიანი ფიგურირებდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.
ორივე დაჭრილი კაცი მე-9 საავადმყოფოში გადაყვანეს. ერთი კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ხოლო მდგომარეობა შედარებით მძიმეა. საქმის მოწმები ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაკითხეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.