რეზონანსი
02.10.2019

  ადვოკატ ნაირა ოტიაშვილთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს ბრალი წარედგინა. დაკავებულების ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა, აცხადებს, რომ საქმე ეხება ქონებრივ დავას ოჯახის წევრების მიმართ.

"ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ოჯახის წევრებთან დავა. ქალბატონმა მემკვიდრეობა მიიღო, რასაც ედავებოდა შვილი და მასზე, ასევე დაზე ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას. ამის გამო შარშან სექტემბრის თვეში გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი შვილის მიმართ. 2 ეპიზოდი მართლაც არსებობდა ასეთი ფიზიკური ძალადობის, ხოლო მესამე ეპიზოდზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მისულები იყვნენ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილთან. მისულები იყვნენ უძრავი ქონების დავასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბრალდებამ კი ჩათვალა, რომ იმ დღეს არ ყოფილან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ადვოკატთან და აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ცრუ დასმენად. გადმომცეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ეს არის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ვითომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იმ დღეს ადვოკატთან არ ყოფილან, მაგრამ მე დავათვალიერებ ამ კადრებს და შესაძლოა ექსპერტიზაზე გადავცე მისი იდენტობის დასადგენად,"- განაცხადა ადვოკატმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×