რეზონანსი
02.10.2019

  ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი,- ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველას უნდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როცა ვიწყებთ განხორციელებას და ეხება ადამიანს, რომელიც დისკომფორტის ზონაში უნდა გადავიდეს, იწყება მაშინვე, რომ "რას აკეთებენ", "აზრზე არ არიან" და ა.შ.

"რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, რომ სააკაძის მოედანზე გაკეთდა ველობილიკი და არავინ სარგებლობს, ავტომობილს ვერ ვაყენებთ და ა.შ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი. თბილისი აუცილებლად იქნება ფეხით მოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები გაკეთებული, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც იქნება შესაძლებელი მოძრაობა, თუმცა, პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ის პრეტენზიები, რომ მანქანას ვერ ვაყენებ... ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე. მესმის, რომ გარკვეული დისკომფორტი არის, მაგრამ სხვანაირად საქმე არ კეთდება. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როცა ვიწყებთ განხორციელებას და ეხება ადამიანს, რომელიც დისკომფორტის ზონაში უნდა გადავიდეს, იწყება მაშინვე, რომ "რას აკეთებენ", "აზრზე არ არიან" და ა.შ.",- განაცხადა კალაძემ.

წყარო: პირველირადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×