რეზონანსი
02.10.2019

 საფრანგეთის ციხეში 23 წლის ნიკა კოშაძე გარდაიცვალა ხოლო, 32 წლის ჯაბა სანიკიძეს უკვე 2 თვეა ეძებენ. 

23 წლის ბიჭის ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება თუმცა, თბილისში გადმოსვენებულ ცხედარზე სამხარაულის ექსპერტიზამ სუიციდის კვალი ვერ იპოვა. 

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა რადგან, 23 წლის ბიჭი, რომელიც სასჯელს ქურდობის მცელობისთვის იხდიდა ციხეს ორ კვირაში ტოვებდა. 

ნიკა კოშაძის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ციხეში გარჩევას ემსხვერპლა და შემდეგ სუიციდის ინსცენირება მოახდინეს.

საფრანგეთის ციხეში სასჯელს იხდიდა კიდევ ერთი ქართველი 32 წლის ჯაბა სანიკიძე, რომელსაც ოჯახი ორი თვეა ეძებს.

"ველოდებით დღემდე და პასუხი არ არის. მხოლოდ გვეუბნებიან ცუდი რომ იყოს, პირველი ჩვენ გავიგებდითო. ვეუბნები საკონსულოს წარმომადგენლებს, რომ ჩააკითხონ და საქმეზე მეტი ინფორმაცია მქონდეს" - აღნიშნა ჯაბა სანიკიძის დედამ.

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×