რეზონანსი
02.10.2019

 სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ანგარებით ცრუ დასმენას გულისხმობს.

საქმის სხვა დეტალებზე საგამოძიებო ორგანოში "პრაიმტაიმთან" ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ნაირა ოტიაშვილი იცავდა 2018 წლის თებერვალში თემქაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ინტერესებს. გრიგალაშვილი დამნაშავედ სცნეს შეყვარებულის, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×