რეზონანსი
01.10.2019

(რეზონანსი)  სასამართლომ ყოფილი ამერიკელი პოლიციელი ემბერ გაიგერი, რომელმაც შეცდომით მეზობელი საკუთარ ბინაში მოკლა, დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 7 დღეს გრძელდებოდა. გაიგერმა აღიარა, რომ უდანაშაულო ადამიანს ესროლა, თუმცა ბრალდების მტკიცებით, ეს შეცდომით არ მომხდარა. გაიგერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 6 სექტემბერს მოხდა. გაიგერი გვიან საღამოს სახლში დაბრუნდა და შეცდომით 26 წლის ბოთამ შემ ჯინის ბინაში შევიდა. ქალმა იფიქრა, რომ თავის სახლში ქურდი შეიჭრა, თუმცა შემდგომ გაიაზრა, რომ ეს მისი სახლი არ იყო. 

გაიგერმა სასწრაფო დახმარება მალევე გამოიძახა, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×