
(რეზონანსი) ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი წურწუმიამ თავი მოიკლა. ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.
დაწესებულების თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი სარეანიმაციო ღონისძიებებს ატარებდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა).