რეზონანსი
01.10.2019

(რეზონანსი) პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება განხორციელდა - კოდექსში ჩაიწერა, რომ შეწყალებას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ახორციელებს. "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც პარლამენტს იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა, კანონმდებლებმა მესამე მოსმენით (83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცეს.

შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×