რეზონანსი
01.10.2019

(რეზონანსი) აშშ-ში, არკანზასის შტატის ციხეში ერთ დღე-ღამეზე მეტია ეძებენ მსჯავრდებულ კელვინ ადამსს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ბოლოს ის სათვალთვალო კამერებმა 30 სექტემბრის შუა ღამეს დააფიქსირეს. პატიმრის გაქრობა ციხის დაცვამ მხოლოდ დილის ოთხ საათზე შენიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

როგორც გაზეთი წერს, ციხიდან მხოლოდ ორი გასასვლელი არსებობს, თუმცა ვიდეოკამერების მიხედვით, იქ მსჯავრდებულს არ გაუვლია.

არკანზასის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ადამსის მოსაძებნად, რომელიც სასჯელს 1994 წელს 25 წლის ბიჭის მკვლელობისა და მის ცოლზე თავდასხმისთვის იხდის, მასშტაბური სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×