რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, 10 წლის მუსიკოსი, ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძეც დაუკრავს. კონცერტი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში მაესტრო რაჭველი ორკესტრთან ერთად უკრავს, მეორეში მსმენელი ცოტნეს ვირტუოზულ შესრულებას მოისმენს, როგორც საკუთარი მუსიკის, ასევე შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტის.

ნინო მამრაძე, ცოტნეს ბებია: - ცოტნე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. ნიკამ სთხოვა, ერთი შენი ახალი ნაწარმოებიც შეასრულეო. გამოდის, რომ სოლოსაც შეასრულებს და სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად დაუკრავს.

ცოტნე ნიკოლოზ რაჭველის აღმოჩენაა. სწორედ მისგან გაიგო საქართველომ ამ პატარა უნიჭიერესი მუსიკოსის შესახებ.

თქვენ იცით, რას ნიშნავს ცოტნე ზედგინიძის არსებობა ჩემთვის და სრულიად მუსიკალური სამყაროსთვის, ამიტომ მის სასწაულებრივ ნიჭს და აზროვნებას ამჯერად არ შევეხები...

მხოლოდ ერთს გაგიმხელთ: მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცოტნესთან ერთობლივად გავხსნით 2019-20 წწ საკონცერტო სეზონს, სადაც ის თავის საფორტეპიანო ნაწარმოებებსა და შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. მოახლოვებული კონცერტისადმი ასეთი განსაკუთრებული მოლოდინი არც კი მახსოვს მქონია თუ არა საერთოდ, თქვა - ნიკოლოზ რაჭველმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×