რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)1 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბარს, პატარა "ეშმაკობის" გარეშე, არც ამჯერად ჩაუვლია, პრემიერის დღის ფრაზა: "მიშა, მოგესალმებით და გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს პირველი ოქტომბერია."

„დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რომლის შედეგებისა და მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×