რეზონანსი
01.10.2019

 კინოთეატრი “აპოლო” რესტავრაციის გეგმას ამუშავებს. მფლობელების განცხადებით, კეთდება ორი იარუსი, დაბალშემოსავლიანები მეორე იარუსზე განთავსდებიან, ხოლო მაღალშემოსავლიანები ქვედა იარუსზე და ბარით, რესტორნით, კონცერტით და კაბარეს სტილის სივრცით ისიამოვნებენ.

როგორც არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა განაცხადა, მათი პროექტის მიხედვით, შენობაში გაჩნდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზი. იქნება შემოსასვლელი ლობი, რომელიც ქალაქს მოემსახურება.

 „პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არ ხვდება. ზედა იარუსი მთლიანად სკამებია. ეს არის დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის,“ – თქვა არქიტექტორმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ და განმარტა, რომ პროექტი საზოგადოების დაყოფას არ ემსახურება.

არქიტექტორმა მაგალითად მოიყვანა ლა სკალას შენობა, რომელსაც აქვს ორი შესასვლელი: მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ხალხისთვის.

ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×