რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 56 წლის კაცს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასზე ქორწინებას აიძულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოკვლით იმუქრებოდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან.

ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×