რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)„ევექსის" მარტვილის კლინიკიდან მოწამლული ბავშვები გაწერეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, როზა ჯანაშიამ უთხრა.

„მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველანი გაეწერნენ. კარგად არიან, თუმცა დაკვირვება და მეთვალყურეობა გაგრძელდება, - განმარტა მან.

კლინიკაში 20-მდე ბავშვი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ, 30 სექტემბერს მოათავსეს.

ამას გარდა, კერძო კლინიკას ამბულატორიულად კიდევ ოთხმა მიმართა. მომხდარზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ მოწამვლის მიზეზებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის მარტვილის მეორე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, სანამ არ გახდება ცნობილი ლაბორატორიული დასკვნა. ამის შესახებ ბაღის დირექტორმა მაყვალა ბაღიშვილმა განაცხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×