რეზონანსი
01.10.2019

 (რეზონანსი)"გამარჯვებული საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერი კოტე კემულარია მისი თანაგუნდელის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს ოპოზიური სპექტრის მიმართ განახორციელოს ზეწოლა, რათა გადაფარონ ის ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება.

"გურამ ჩალაგაშვილისგან უნდათ ხულიგანი გამოიყენონ ეს კიდევ ერთი ნონსენსია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. გურამი დააკავეს წუხელ ორიდან სამ საათამდე, იყო მეგობართან მოდიოდა სახლში და საჭესთან იჯდა მძღოლი, გადაუჭრეს გზა და რამდენად მე ვიცი, რამდენიმე პატრულის მანქანა იყო, გადმოიყვანეს მანქანიდან და იყო უხეში მოპყრობა და შემდეგ ის გააფორმეს ისე, რომ ჩალაგაშვილმა იხულიგნა.

დღეს უნდა გაიმართოს სასამაღთლო და რამდენადაც მე ვიცი, ადმინისტრაციულ ბრალდებას უყენებენ და ვნახავთ ყველაფერს, ეს არის კიდევ ერთი უმსგავსო საქციელი სერიოზული ადამიანის მიმართ და რა თქმა უნდა, არის ზეგავლენა ოპოზიციური სპექტრის მიმართ, გადაფარონ ის ყველაფერი რაც ხდება. გურამ ჩალაგაშვილის ხულიგნობის მუხლით დაჭერა სხვა არაფერს ნიშნავს გარდა, პოლიტიკურ დევნას" - განაცხადა კოტე კემულარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×