რეზონანსი
01.10.2019

 ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მეუღლე, მარიკა წერეთელი " ამბობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა დანიშნული, თუმცა "კრიმინალები" დაახვედრეს.

„მე სულ სხვა ადამიანებთან მქონდა შეხვედრა დანიშნული და სულ სხვა ადამიანები მოვიდნენ. მაქვს ეჭვი, იმათი გამოგზავნილები არიან... ვითომ კაცები და მაგარი ბიჭები, როგორც ჩანს, ასე წყვეტენ საქართველოში ბიზნესის საქმეებს.

პირდაპირ მივმართავ კრიმინალებს, ეს ამბავი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. მე დღეს მომკლეს ჩემს ქმართან ერთად. კადრები ყველამ ნახეთ. არ ვიცნობ არავის, ვინც იყვნენ იქ. ერთადერთი ჩემი ფიქრი და გონება ის არის, გავიგო ჩემი მეუღლის მდგომარეობა და ველოდები. მე, როგორც ქალი, მოქალაქე, დედა, ვპირდები, პირდაპირ მივმართავ, მიყურებენ ალბათ ის კრიმინალები, არ ვაპატიებ. წერტილი უნდა დაესვას ასეთ სიტუაციას, როცა დღისით, მზისით ადამიანს ქუჩაში ვერ გაუვლია“, – განაცხადა მარიკა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×