რეზონანსი
01.10.2019

 თელავში, ბოჭორიძის ქუჩაზე, მეუღლის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დღეს დილით, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი კვირის განმავლობაში, რეზო კეკელიძე რეანიმაციულ განყოფილებაში სახის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მისი გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.

გამოძიების ინფორმაციით, შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის ფაქტზე შეწყდება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×