რეზონანსი
01.10.2019

 იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებული არიან 1997 წელს დაბადებული ი.მ. და 1995 წელს დაბადებული თ.დ.

გამოძიების ცნობით, მათ ტრიესტეში რამდენიმე ბინა გაქურდეს და ძვირად ღირებული ნივთები წაიღეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×