რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი)ვაკის პოლიციაში ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე უკვე საათზე მეტია გამოკითხვა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობა მთავარმა მოწმემ, ერთ-ერთი დაჭრილის მეუღლემ დატოვა.

ამ დროისთვის უკვე 10-მდე პირია გამოკითხული.

გავრცელებული ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩის შემთხვევა ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება და დღევანდელი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ბიზნესწილების გადანაწილება იყო.

შეგახსენებთ, თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ცეცლხსასროლი იარაღით დაჭრეს ორი მამაკაცი, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ადგილზე დააკავეს ერთ-ერთი მამაკაცი. რამ გამოიწვია დაპირისპირება ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×