რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) სერიალი ჩემი ცოლის დაქალები 25 ოქტომბერს ეთერში ბრუნდება. ჩცდ-ს მე-16 სეზონი ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ფორმულაზე გავა.

როგორს სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს, რომ სერიალი, სავარაუდოდ, საღამოს 10 საათზე დაიწყება და თითო სერიის ქრონომეტრაჟი, დაახლოებით, ნახევარი საათი იქნება.

"ამჯერად, რუსთავი 2-ის შემთხვევისგან განსხვავებით, გამოცხადებულ, დაანონსებულ დროს გავა სერიალი. არც ერთი პოლიტიკური მოვლენა, თუ ქვეყანა არ ინგრევა, არ შეუშლის ხელს ამას. არხის პრიორიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი, არის მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ შორის ჩემი ცოლის დაქალები არის მთავარი ბურჯი. არხი შენდება მის გარშემო", - ამბობს საღინაძე On.ge-სთან.

მისი თქმით, მაყურებელი ახალ სეზონზე სერიალში ახალ სახეებს იხილავს, რომელთა შესარჩევად კასტინგები ახლაც მიმდინარეობს. საღინაძე ამბობს, რომ ყოველ ახალ სეზონზე მაყურებლის მოთხოვნა იზრდება, რასაც ცდილობენ, რომ უპასუხონ.

"მე-16 სეზონამდე მოვედით იმ ხაზით, რომ ყოველ წელს არ ვზოგავთ თავს, დროს და ენერგიას, რომ რაც შეიძლება საუკეთესო და ახალი მოვიფიქროთ თითოეული სეზონისთვის... ვცდილობთ, არ შევარცხვინოთ ის ტრადიცია, რომელიც გვაქვს ჩემი ცოლის დაქალებს - მუდმივი სიახლეები", - დასძინა მან.

„რუსთავი 2"-დან ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ ფორმულა კრეატივმა მალევე დააანონსა ახალი ტელევიზიის შექმნა. ფორმულა კრეატივში თქვეს, რომ სწორედ ამ ახალ არხზე გავა მათი პროდუქტები, მათ შორის სერიალი ჩემი ცოლის დაქალები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×