რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივი სროლის ხმა ისროდა, რის შედეგადაც ორი ადამიანია დაჭრილი.

ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე კი პოლიციამ ადგილზე დააკავა, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აღენიშნება.

სისხლიანი დაპირისპირება სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე მოხდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×