რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) თუ მიხეილ სააკაშვილს „კუდი არ ეწვის", მას არ უნდა ჰქონდეს ცუდის მოლოდინი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა როგორც იურისტმა ძალიან კარგად იცის, რა არის ჰააგის სასამართლო და რას იკვლევს ის, თუმცა, „ზოგჯერ მას ახასიათებს სპეკულაციები და ინტერპრეტაციები".

„სააკაშვილს ეშინია თუ მისი ბრალეულობა გარკვეულწილად გამოიკვეთა, ამიტომ წინასწარ დებს ანალიზებს და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არის ომის პროცესის გამოძიება, რომ ობიექტური სურათი დაიდოს და თუ ვინმე არის დამნაშავე, სავარაუდოდ, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ჩრდილოელი მეზობელი, ამიტომ ის რატომ უსწრებს მოვლენებს, არ ვიცი. თუ მას კუდი არ ეწვის, არ უნდა ჰქონდეს ცუდის მოლოდინი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×