რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გაგვაჩნია, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

გია ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია, კასანდრაა.

„კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარ, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება", - დასძინა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×