რეზონანსი
30.09.2019

 (რეზონანსი) დილიდან ხმაურია რუსთავის #5-ე საჯარო სკოლაში. მშობლები და მოსწავლეები სკოლიდან იმ მოსწავლე გოგოს გარიცხვას მოითხოვენ, რომელმაც მასწავლებელი კიბიდან დააგორა.

როგორც მსობლები და მოსწავლეები „პრაიმტაიმთან" ყვებიან, მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი კიბიდან დააგორა მეექვსე კლასელმა ანა მოსიაშვილმა.

„ეს ბავშვი ადრეც გამოირჩეოდა უსაქციელობით. გოგოებს საპირფარეშოში არ უშვებდა, ფულს სძალავდა. დედა თავად იძახებდა პოლიციას, რადგან მისთვის არავის დაესწრო პატრულის გამოძახება. თავის კლასელები ჰყავს დაშინებული და დაზაფრული. საგაკვეთილო პროცესში მერხზე ადის და უშლის ხელს მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებას", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

როგორც მშობლები ამბობენ, გოგონას ოჯახი ხშირად იცვლის საცხოვრებელ სახლს, რადგან ხშირ შემთხვევაში მეზობლებთანაც პრობლემები აქვთ.

„ერთხელ, როდესაც მამას არ უთხოვებია პულტი, ბავშვს პატრულში დაურეკავს", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ერთ-ერთი მეათე კლასელი გოგო ამბობს, რომ როდესაც ნაოპერაციები ფეხით სკოლაში მივიდა, ანას შეხვეულ ფეხზე ფეხი ჩაურტყამს, რამაც ნაოპერაციების გართულება გამოიწვია.

მშობლები სკოლის ადმინისტრაციას ორშაბათამდე აძლევენ დროს და სთხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს გოგონას სკოლიდან გარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მიმართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×