რეზონანსი
30.09.2019

 რუსთავის მე-5 საჯარო სკოლა ხმაურია. მე-6 კლასის მოსწავლის დედა სიცრუეში ადანაშაულებს მუსიკის მასწავლებელს, რომლის მტკიცებითაც, ბავშვმა ის კიბიდან დააგორა. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5 საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს არსენ დემეტრაშვილს და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს. 

სკოლასთან ბავშვის დედის გამოჩენას სხვა ბავშვების მშობლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ. ადგილზე გამოცხადდა რუსთავის მერი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.

ოგორც მოსწავლის დედა აცხადებს, არსენ დემეტრაშვილი და მშობელი მის შვილს ცილს სწამებენ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლის უკონტროლო ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მშობელი კი გოგოს მხრიდან მოსწავლეებისთვის ფულის გამოძალვაზე საუბრობს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს. მუსიკის პედაგოგის ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. მოზარდი ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×