რეზონანსი
30.09.2019

 ვარკეთილში გარდაცვლილი 16 წლის გიორგი ყუშიტაშვილი სპორტსმენი იყო. მას კინგბოქსინგში საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა, მისი პედაგოგი ლაშა ჭურაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი სახურავიდან გადმოაგდეს.

"ერთი ვიცი დანამდვილებით, გიორგი არ არის იქიდან გადმოვარდნილი, მას თავი არ მოუკლავს, გიორგი მოკლეს. 8 წელი ვარჯიშობდა კინგბოქსინგში, მებრძოლი ადამიანი, საქართველოს 5-გზის ჩემპიონი, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი ბავშვი იყო, უბრალოდ, 5-6 ადამიანს ვერ მოერია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მკვლელობა.

ყოველ მეორე დღეს ჩემთან ვარჯიშობდა, ჩემი გაზრდილია. გიორგი ტელეფონის წართმევის გამო თავს არ მოიკლავდა. ყველა ახლობელი ერთ აზრზეა - შს სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის არავის გვჯერა, არც სპორსტმენებს, არც ახლობლებს. ძარცვა მოხდა, ტელეფონი გამოართვეს, მაგრამ მერე გვიან უკვე საქმის გარჩევა იყო ზევით, სახურავზე. იმ დღეს ვარჯიშზე უნდა მოსულიყო, მაგრამ მანამდე აიყვანეს იმ სახურავზე. საქმის გარჩევის დროს ეტყობა ვერ დაიმორჩილეს და გადმოაგდეს ზედა სართულიდან. სახურავზე გადაღებული კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს სამაჯური, ეს გიორგის სამაჯურია.

უბანში ამბობენ, ერთ-ერთ დამნაშავეს ჰყავს ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველი და ის ფარავს ამ დანაშაულს და სხვანაირად ავრცელებენ ინფორმაციასო. შოკში ვართ.  ვიცით, რომ არის დაჯგუფება, რომლის წევრებიც არამარტო გიორგი, არამედ სხვა ბავშვებსაც ტელეფონს და ფულს სძალავდნენ. გიორგის მშობლები არ იცნობდნენ დამნაშავეებს, მაგრამ ნათესავებმა, უბანმა იცის, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები. ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტებმაც იბრძოლეთ, რომ სიმართლე გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ლაშა ჭურაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×