რეზონანსი
29.09.2019

(რეზონანსი) მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ორი კვირის განმავლობაში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. 

ლივერპულის და ნიუქასლის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმზე ფიზიკური აქტივობის შემცირების გავლენა შეისწავლეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, კვლევაში მონაწილეებმა დღეში გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობა შეამცირეს. შედეგად ფიზიკური აქტივობის დრო საშუალოდ დღეში 103 წუთამდე შემცირდა. 

"უკვე 14 დღის შემდეგ გულისცემის მაჩვენებლები საშუალოდ 1,8%-ით გაუარესდა. ასევე, 14 დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობის შემცირების გამო უარყოფითად შეიცვალა ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობა, ამან გავლენა იქონია ღვიძლზე, წელის გარშემოწერილობაზე, ინსულინის მიმართ რეზისტენტულობაზე, გულისა და ფილტვების მუშაობაზე. ფიზიკური აქტივობის გაზრდის შემდეგ კი მაჩვენებლები ისევ გაუმჯობესდა", - წერია სტატიაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×