რეზონანსი
29.09.2019

(რეზონანსი) იტალიის ხელისუფლებამ მონბლანის მიმართულებით მიმავალი გზები ჩაკეტა და მყინვარის მახლობლად მაცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. ხელისუფლების განგაშის მიზეზი ისაა, რომ მწვერვალის ნაწილი ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს და ჩამოინგრეს. 

რამდენიმე დღის წინ სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 250 ათასი კუბური მეტრის მოცულობის ყინული ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს მთის მასივს. თუმცა ჯერ არ იციან, როდის არის ეს მოსალოდნელი, ყინული დღის განმავლობაში 50-დან 60 სანტიმეტრამდე სიჩქარით მოძრაობს. 

მონბლანი დასავლეთ ალპებში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვარზე მდებარეობს და ის ყველაზე მაღალი მწვერვალია დასავლეთ ევროპაში (4808 მეტრი) და მეთერთმეტეა მსოფლიოში. მასივის სიგრძეა 50 კმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×