რეზონანსი
29.09.2019

(რეზონანსი) საპარლამენტოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კარგი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა შეიძლებოდა, რომ კიდევ უფრო უკეთესი, ხისტი და მკაფიო ყოფილიყო.

"ვერ ვიტყვით, რომ რამე დააკლო გაეროში გამოსვლას, თუმცა შეიძლება კიდევ უკეთესი ყოფილიყო. კიდევ უფრო მკაფიო, კიდევ უფრო ხისტი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოსვლა ჰქონდა ძალიან კარგი შეეხო ყველა თემას, არ გამოუტოვებია მნიშვნელოვანი თემები და ქვეყნის ძირითადი გამოწვევები. ზოგადად ჩვენ, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების დიდი დიაპაზონი არ გვაქვს და ამ დიაპაზონში მაქსიმალურს ვაკეთებთ. განსხვავებით 2008-2012 წლებისა, როდესაც ჰააგაში რეალური მტკიცებულებებიც არ ჰქონიათ წარდგენილი." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×