აკადემიკოს ლადო პაპავას აზრიტ, სახელგატეხილი მოსამართლეების მხარდაჭერა ელექტრორატს კიდევ უფრო შეამცირებს.
“სულ ერთი წელი დარჩა, რაც უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და „ქართული ოცნების“, ისევე როგორც სხვა პარტიების, პრობლემა არის, რაც შეიძლება გააფართოვოს თავისი ელექტორატი.
თუ “ქართული ოცნება” დაუშვებს იმას რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდნენ სახელგატეხილი მოსამართლეები ამით ისინი ელექტორატს დაკარგავენ. ეს უნდა გაითვალისწინონ.
ვინ ვისი სახელით ლაპარაკობს თვითონ უნდა გაარკვიონ. სახელგატეხილი მოსამართლეების მხარდაჭერა ელექტრორატს კიდევ უფრო შეამცირებს”, - განაცხადა "360 გრადუსში" პაპავამ.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დაიწყო.
წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე 15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.