რეზონანსი
29.09.2019

 

დღეს, მზის ჩასვლის შემდეგ, ისრაელი ახალი წლის აღნიშვნას დაიწყებს. ებრაული კალენდრის მიხედვით, 5780 წელი დგება. ამის გამო, ქვეყანაში, მომდევნო ორი დღე უქმეებია. ოთხშაბათამდე დახურულია სახელმწიფო დაწესებულებები, არ მუშაობს საწარმოების უმეტესობა და სავაჭრო ცენტრები, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ისვენებენ სკოლები და უნივერსიტეტები. პოლიცია სადღესასწაულო დღეებში მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ებრაული ახალი წელი - როშ-ა-შანა ებრაული კალენდრის თიშრის თვის პირველი ორი დღის განმავლობაში აღინიშნება, რომელიც 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს დაემთხვა. როგორც წესი, ებრაელები ამ დღესასწაულს ოჯახურ გარემში აღნიშნავენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×