რეზონანსი
29.09.2019

 

სულ მცირე 17 სტუდენტი დაიღუპა ტაილანდის ქალაქ სამუტპრაკანში ავარიის შედეგად. ყველა მათგანი ტექნიკურ კოლეჯში სწავლობდა. ავტომანქანის მძღოლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.

თვითმხილველების განცხადებით, მგზავრებით დატვირთული ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მან უცბად გადაუხვია მთავარი გზიდან, ბოძებს შეეჯახა და გადაბრუნდა. შედეგად, 12 სტუდენტი ადგილზე, ხუთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელდა მომხდარის ვიდეოკადრებიც, რომელსაც პოლიცია სწავლობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×