რეზონანსი
29.09.2019

  პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სასტუმრო „პარაგრაფში" სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქია დაახლოებით 30-მდე პირთან ერთად იმყოფებიან.

„რეგიონალურ შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარე ატარებს და ყველა მუნიციპალიტეტის აქტივს შეხვდება, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

„ვსაუბრობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, სამომავლო გეგმებსა და პარტიულ საკითხებზე,- განმარტავს თამუნა ჯიქია.

წყარო: პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×