როგორც ცნობილია, „მთავარი" არხის მეწილეები რურუები გახდნენ. კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას შვილმა, მარიამმა და ძმამ, გიორგი რურუამ „მთავარ არხში" ინვესტიციები ჩადეს.
ბიძის შემდეგ, არხის ინვესტირებით მარიამ რურუა დაინტერესდა. ის ლიზა რურუას ტყუპისცალია. საზოგადოება ლიზას „რუსთავი 2"-ში გასული კულინარიული შოუდან „ჩემი სამზარეულოს წესები"-დან იცნობს, რომლის გამარჯვებულები დედა-შვილი სოფიკო გორგაძე და მისი ქალიშვილი ლიზა რურუა გახდნენ.
მაშინ, აწ გარდაცვლილმა ნიკა რურუამ შვილს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა და წარმატება უსურვა.
„დღეს ეს პატარა მაკაკა დიდი გოგო და საპასუხისმგებლო პროფესიულ კონკურსში გამარჯვებულია. ლიზა, გილოცავ, მამიკო!!! გესახელებინოს საქართველო, როგორც დღეს კახეთი გაახარე!!!"- წერდა ნიკა რურუა.
შეგახსენებთ, „მთავარი არხის" 2.5%-ის მფლობელი გიორგი რურუა გახდა, რომელმაც ტელეკომპანიის საწესდებო კაპიტალში 250.000 დოლარი შეიტანა. მას შემდეგ, მარიამ რურუამაც კომპანიის 2.5%-იანი წილი იყიდა და მანაც კომპანიას 250 000 დოლარი მოუტანა.
წყარო: პრაიმტაიმი