რეზონანსი
29.09.2019

  დატბორილია ეზოები, სახლები და საავადმყოფოები . ქუთაისში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან.

ქუთაისის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, გიგა შუშანია აცხადებს, რომ 60-მდე ოჯახს ძალიან დიდი ზარალი.

"ახლა ქუთაისის ქუჩებში წყალი არ არის, თუმცა 60 მდე ოჯახს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. უხვი ნალექის დროს დაიტბორა ის ქუჩები, რომლიც რეაბილიტაციაშიც 37 მილიონი დაიხარჯა და უნდა გამოცვლილიყო სანიაღვრო სისტემები.

ამ შემთხვევაში 2 ფაქტთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომ ან შედარებით დაბალი გამავლობის ილებია გაყვანილი ან უხარისხოდაა შესრულებული. ქუჩებში ბევრია ისეთი ქუჩა, რომ უბრალოდ წვიმის დროსაც იტბორება.

სასაცილო ის იყო, რომ მერმა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ ქუჩების პრობლემა უკვე მოაგვარა და ახლა ფასადებს უნდა მივაწვეო და სამ დღეში დაიტბორ ქალაქი.

ნალექმა გამოაჩინა, რომ ეს მილიონები არის გადაყრილი. ამდენი თანხა იმიტომ იხარჯება რო წვიმების დროს პრობლემა არ შექმნილიყო. გუშინ დვდიოდით და ქალაქის მერი ამბობდა, ყველა სანიაღვრე კარგადაა ქალაქი არ იტბორებაო. ფაქტი სახეზეა რა მდომარეობა იყო ქალაქში. ნორმალურ ქვეყანაში პროკრატურა დაიწყებდა გამოძიებას იმაზე თუ სად წავიდა ეს მილიომნები" - აცხადებს გიგა შუშანია.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×